logo
ENG



გია ვოლკსი: ნაკერავზე გახეთქვა თბილისური სიტყვა არაა, როგორც ეს ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია

15 ნოე 201915:57
3 წუთის საკითხავი
 
br8tm2irv1fxjot.jpg

"ნაკერავზე გახეთქვა" თბილისური სიტყვა არაა, როგორც ეს ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია", - ამის შესახებ განცხადებას "ქართულო ოცნების" ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი  ჟურნალისტებთან  საუბრისას აკეთებს. მისი თქმით, "ოცნების" ინტერესი არ არის ის, რომ საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება. ვოლსკი განმარტავს, რომ მათ არც პროპორციული და არც ვადამდელი არჩევნების არ ეშინიათ იმიტომ, რომ იციან ვისთვისაც მუშაობენ.

"ქართულ ოცნებას" პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობაზე, რომელიც განსხვავებით ყველასაგან, რომლებიც, "ნაკერავზე გახეთქვით" და რაღაც სისულელეებით იმუქრებოდნენ. თან ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არა არის თბილისური სიტყვა, როგორც ეს ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია. აბსოლუტურად არ არის. ჩვენს ინტერესებში არ არის, რომ საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება. არც პროპორციული არჩევნების არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ვისთვის ვმუშაობთ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსნებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მსვლელობის დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოცნებას მიმართა და განაცხადა, რომ "რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები გაგხევთ ნაკერავზე".

 


close დახურვა